ბიზნესისთვის

სერვისები

ბრენდს ნულიდან შევქმნი ან არსებულს მოვაწესრიგებ: ბრენდბუქით, კონკურენტების ანალიზითა და ყველა მასალით, მანქანიდან Instagram-მდე. აირჩიე ერთი სერვისი ან ყველაფერი ერთად.

ფასი მოცულობაზეა დამოკიდებული და მიმოწერაში ვთანხმდებით.

ბრენდბუქი

ბრენდის ყველა წესი ერთ დოკუმენტში: სახელი და ლოგო, ფერები და შრიფტები, ხმა და გამოყენების წესები, სტამბისთვის მზა ფაილებით. ასე შენი ბრენდი ყველგან ერთნაირად გამოიყურება, ვინც არ უნდა იმუშაოს მასზე.

რას შევქმნით და როგორ

რას შევქმნით

  • ლოგო ყველა საჭირო ვერსიით: ძირითადი, პატარა ნიშანი აიქონისთვის, მუქი და ღია ფონისთვის
  • ფერები კოდებით (HEX, RGB, CMYK), გაზომილი კონტრასტით
  • შრიფტები ქართული ასოებითა და კომერციული ლიცენზიით
  • ბრენდის ხმა და გამოყენების წესები: რა შეიძლება და რა არა
  • მასკოტი, თუ გინდა
  • ვიზიტკა, ბლანკი, Instagram-ის შაბლონები და ელფოსტის ხელმოწერა

როგორ

  1. საუბარი. რას აკეთებ, ვისთვის და რა მოგწონს ვიზუალში.
  2. მასალები. გამომიგზავნი, რაც უკვე გაქვს: ლოგოს, ფოტოებსა და ბმულებს.
  3. სტრატეგია. რით განსხვავდები სხვებისგან და როგორ ლაპარაკობს შენი ბრენდი.
  4. სამი მიმართულება. სამ ვიზუალურ გზას გიჩვენებ, შენ ერთს ირჩევ.
  5. აწყობა. არჩეული გზით ვაწყობ ლოგოს, ფერებს, წესებსა და ფაილებს.
  6. შემოწმება და გადაცემა. ყველაფერს QA-ს თვალით ვამოწმებ და ერთ საქაღალდეში გადმოგცემ.
ნიმუში და დეტალები

კონკურენტების ანალიზი

ვინ არიან შენი კონკურენტები, რას სთავაზობენ, როგორ გამოიყურებიან და სად რჩება ადგილი შენთვის. ცალკეც გამოგადგება: ბიზნესის დაწყების, ახალი პროდუქტის ან ფასის შეცვლის წინ.

რას შევქმნით და როგორ

რას შევქმნით

  • კონკურენტების სია: ვისაც შენ ასახელებ და ვისაც მე ვიპოვი
  • შედარების ცხრილი: რას ყიდიან, რა ფასად და სად
  • ვიზუალი გვერდიგვერდ: ლოგო, ფერები, Instagram და საიტი
  • რაში არიან ძლიერი და სად უჭირთ
  • დასკვნა: რით შეგიძლია გამოირჩე, კონკრეტული რჩევებით
  • ყველაფერი ერთ დოკუმენტში (PDF)

როგორ

  1. საუბარი. რას აკეთებ, ვინ არის შენი მყიდველი და ვის თვლი კონკურენტად.
  2. ძიება. სიაში ვამატებ მათაც, ვისაც შენი მყიდველი ასევე ირჩევს.
  3. შედარება. ყველას ერთი სიით ვამოწმებ, მხოლოდ საჯარო ინფორმაციით.
  4. დასკვნა. შედეგს გიჩვენებ და ერთად ვარჩევთ, რას შეცვლი.

ბრენდი ყველგან

მანქანა, აბრა, ბეიჯი, მაღაზია და Instagram: ბრენდი ერთნაირად უნდა ჩანდეს ყველგან, სადაც მას ხალხი ხედავს. ყველაფერს ბრენდბუქის წესებით ვაწყობ და სტამბისა თუ დამამზადებლისთვის მზა ფაილებს გადმოგცემ.

  • მანქანის დაბრენდვა
  • სარეკლამო მასალები
  • ბეიჯები
  • მაღაზია
  • Instagram-ის იერსახე
რას შევქმნით და როგორ

რას შევქმნით

  • მანქანის დაბრენდვა. დიზაინი შენი მანქანის მოდელზე, დამამზადებლისთვის მზა ფაილებით.
  • სარეკლამო მასალები. ბანერი, აბრა, ფლაერი და პლაკატი, სტამბის ზომებითა და მოთხოვნებით.
  • ბეიჯები. თანამშრომლების ბეიჯები სახელით, თანამდებობითა და ლოგოთი.
  • მაღაზია. მაღაზიის გამყოფები და ტიხრები, ბრენდის ფერებითა და ლოგოთი.
  • Instagram-ის იერსახე. პროფილის სურათი, აღწერა, ჰაილაითების ყდები და პოსტებისა და სთორების შაბლონები, რომ პროფილი ერთიანად გამოიყურებოდეს.

როგორ

  1. სია. ერთად ვწერთ, სად ჩანს შენი ბრენდი და რა გჭირდება.
  2. ზომები. სტამბისგან ან დამამზადებლისგან ვიგებ ზომებსა და მოთხოვნებს.
  3. დიზაინი. თითოეულს ბრენდბუქის წესებით ვაწყობ. თუ ბრენდბუქი არ გაქვს, ჯერ ლოგოზე, ფერებსა და შრიფტზე შევთანხმდებით.
  4. ფაილები. საბეჭდად მზა ფაილებს გადმოგცემ, ზედმეტი კიდითა და ფერების სწორი კოდებით.

ყველაფერი ერთად

ბრენდბუქი, კონკურენტების ანალიზი და ბრენდი ყველგან, ერთი პროცესით. ჯერ ანალიზი, მერე ბრენდბუქი და ბოლოს ყველა მასალა: ასე ყოველი ნაბიჯი წინას ეყრდნობა, შენ კი ყველაფერს ერთ საქაღალდეში მიიღებ.

რას შევქმნით და როგორ

რას შევქმნით

  • კონკურენტების ანალიზი
  • ბრენდბუქი ყველა ფაილით
  • ბრენდი ყველგან: მანქანა, რეკლამა, ბეიჯები, მაღაზია და Instagram, რაც გჭირდება

როგორ

  1. ანალიზი. ვინ არიან შენი კონკურენტები და სად არის შენი ადგილი.
  2. ბრენდბუქი. ანალიზზე დაყრდნობით ვაწყობ ბრენდსა და მის წესებს.
  3. მასალები. ბრენდბუქის წესებით ვაწყობ ყველაფერს, სადაც ბრენდი ჩანს.
  4. შემოწმება და გადაცემა. ყველაფერს ვამოწმებ და ერთ საქაღალდეში გადმოგცემ.

სიას სერვისები ემატება. თუ აქ ვერ იპოვე, რაც გჭირდება, მაინც მომწერე.

ხშირი კითხვები

რა ღირს?

ფასი მოცულობაზეა დამოკიდებული: რომელ სერვისს ირჩევ, რა გაქვს უკვე და რამდენი მასალა უნდა მომზადდეს. Instagram-ზე მომწერე და ფასსა და ვადაზე იქ შევთანხმდებით.

შემიძლია მხოლოდ ერთი სერვისი ავირჩიო?

კი. თითოეული სერვისი ცალკეც კეთდება. ყველაფერი ერთად მაშინ გამოგადგება, როცა ბრენდს ნულიდან ქმნი ან მთლიანად ცვლი.

ბრენდბუქი არ მაქვს. მასალებს მაინც გამიკეთებ?

კი. ჯერ ლოგოზე, ფერებსა და შრიფტზე შევთანხმდებით, რომ ყველა მასალა ერთ სტილში იყოს. სრული ბრენდბუქი შეგიძლია მოგვიანებით დაამატო.

დავიწყოთ

პირველ შეტყობინებაში მომწერე:

  • რომელი სერვისი გაინტერესებს
  • რას აკეთებს შენი ბიზნესი და ვისთვის
  • რა გაქვს უკვე: ლოგო, ბრენდბუქი, Instagram